რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში მეჩეთი დაბომბეს – ამის შესახებ, ინფორმაციას, უკრაინის საგარეო საქმთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.
უწყების ცნობით, სულთან სულეიმანისა და მისი ცოლის როქსანას სახელობის მეჩეთს თავს 80-მდე ადამიანი აფარებდა. მათ შორის იყვნენ თურქეთის მოქალაქეებიც. დაღუპულებზე და დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.