რუსმა ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს – 14 დაიღუპა, 46 დაშავდა

რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ამ დროისთვის დაღუპულია 14 და დაშავებულია 46 ადამიანი.

დაღუპულთა შორის არის სამაშველო სამსახურის 7 თანამშრომელი, რომლებიც, დაბომბვის ადგილზე იმყოფებოდნენ.

მეხანძრეები აფეთქების შედეგად, 120 კვადრატულ მეტრზე გაჩენილ ცეცხლს აქრობენ.