რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი ავრცელებს და აცხადებს რომ უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს.
“სევეროდონეცკში ოკუპანტებმა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბეს. თავშესაფრის მცხოვრებლები და თანაშრომლები უსაფრთხოდ არიან”.- დაწერა მან.