უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, ბელორუსის ქალაქ ნაროვლიაში ოკუპანტებმა ბაზარი მოაწყვეს, სადაც უკრაინაში მოპარულ ნივთებს ყიდიან. მათ შორის არის სარეცხის და ჭურჭლის სარეცხი მანქანები, მაცივრები, ძვირფასეულობა, ავტომობილები, ველოსიპედები, მოტოციკლები, ჭურჭელი, ხალიჩები, ხელოვნების ნიმუშები, ბავშვის სათამაშოები, კოსმეტიკა. გარდა ამისა, ისინი ცდილობენ უკრაინელებისთვის მოპარული ვალუტის – დოლარისა და ევროს გადაცვლას. თუმცა, ბელორუსში ვალუტის ბრუნვის შიდა შეზღუდვების გამო ბელორუსები ვალუტის გადაცვლას არ თანხმდებიან და ოკუპანტებს ადგილობრივ ბანკებში მისვლას ურჩევენ, თუმცა რუსები ამაზე უარს ამბობენ და ამას მეთაურობის აკრძალვით ხსნიან.
“ამჟამად ოკუპანტებმა მოახერხეს მოროდიორული “საქონლის“ ცენტრალიზებული მიწოდება საკუთარ ბაზარზე. კერძოდ, ქალაქ ბურინიდან სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით მოძრაობს სატვირთო ავტომობილების კოლონა სხვადასხვა ქონებით – სამრეწველო საქონლით და სახლის ნივთებით“– წერს უკრაინის დაზვერვა.
უკრიანაში რუსი სამხედროების არნახული მოროდიორების შესახებ ისტორიებით სავსეა ყველა უკრაინული ტელეგრამ არხი. ამასთან, ოკუპანტები ძარცვავენ არა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებს, არამედ სასტუმროებს. თან მიაქვთ ჭურჭულიც კი.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვებისას კი თან წაიღეს კომპიუტერები და სხვა ნივთები.
უკრაინული დაზვერვის მიერ გადაჭერილ სატელეფონო საუბრებში ჯარისკაცებს ნათესავები პირდაპირი ტექსტებით თხოვენ გარკვეული ნივთების, ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის მოპარავას და გაგზავნას.