“ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა.
კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.
ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7 წელი აქვს მისჯილი.