რუსული აგრესიის შესაჩერებლად თანამედროვე იარაღი გვჭირდება – სტეფანჩუკი შოლცს

“რუსული აგრესიის შესაჩერებლად თანამედროვე იარაღი გვჭირდება” – ამის შესახებ, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ბერლინში გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა.

  • “რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ თანამედროვე იარაღი გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ ძველი იარაღით ძველი მარაგებიდან, თუმცა, ახალი იარაღი უფრო ეფექტურია. ამიტომ, ჩვენ ველით ორივეს, როგორც მარდერის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, აგრეთვე ლეოპარდის ტანკებს. უკრაინაში ყოველდღიურად 100 ადამიანი იღუპება, 500 კი დაზიანებას იღებს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებასა და იარაღის რეალურად მიწოდებას შორის დრო მაქსიმალურად შემცირდება”. – განაცხადა სტეფანჩუკმა.