რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში საქართველოს მოწინავე პოზიცია უკავია-კინზინგერი

“რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში საქართველოს მოწინავე პოზიცია უკავია”- ამის შესახებ, ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კიზინგერი სოციალურ ქსელში წერს. ის საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პოსტს ეხმაურება, სადაც ზალკანიანი მადლობას უხდის აშშ-ს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ  კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერისთვის.

“საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც, რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიცია უკავია”, – წერს ადამ კიზინგერი.