უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო უკრაინულ მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსული მხარე უარს ამბობს დაღუპული ჯარსიკაცების ცხედრების წაღებაზე.
“ეს არის პირველი ომი კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც არმია უარს ამბობს თავისი დაღუპულების წაღებაზე. კაცობრიობის ისტორიაში არასდროს მომხდარა მსგავსი რამ”, – თქვა დენისნეკომ.
მანვე აღნიშნა, რომ დიდია დატყვევებული რუსების რაოდენობაც, მათ კი ეშინიათ, რომ რუსეთში „ამ საქმეზე გაასამართლებენ“.
შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, დაღუპული ოკუპანტების ცხედრების ექსტრადირებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.