” კიდევ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი გახდება ძალაუფლების მპყრობელთათვის, საიმისოდ, რომ მათდამი კრიტიკული და ამ ნიშნით მათთვის მიუღებელი საზოგადოების ნაწილის: არასამთავრობო ორგანიზაციების, ცალკეული პირებისგან, მედიებისგან შექმნას მტრის ხატი, მიაკეროს მათ უცხო ძალის ინტერესების გამტარის და მაშასადამე, აგენტის, ჯაშუშის იარლიყი და საზოგადოების სამიზნედ დააყენოს. ” – ამის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, იურისტმა, ქეთევან ერემაძემ, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენს.
“ეს საქმე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, განუზომლად უფრო მეტია გასაჩივრებული კანონით უკვე გამოწვეული და პერსპექტივაში გამოწვევადი საფრთხეების მასშტაბის და სერიოზულობის გამო. მსგავსი სიმწვავის, ქვეყნისთვის მსგავსი მნიშვნელობის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს, მისი არსებობის 28 წლის მანძილზე, არ განუხილავს. დღეს თქვენ იხილავთ საქმეს, რომელიც შეეხება იმ სახელმწიფოს, იმ ხალხს და საზოგადოებას, რომელიც მორიგ ჯერზე ცივილიზაციური არჩევანის გზაგასაყარზე აღმოჩნდა.ჩვენი იდენტობა, ისტორია, ტრადიციები, კულტურა, სამართალი, დემოკრატია, თუნდაც ისეთი, როგორიც არის, სამწუხაროდ, ჯერჯერობით საკმაოდ მყიფე და არასრულყოფილი. ეს სიკეთეები დადგა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და შესაძლოა, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ნამდვილად არის ეს კანონი.ამ კანონმა არაფერი ღირებული ამ საზოგადოებისთვის არ შექმნა, ის არ ემსახურება ამ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს, სამაგიეროდ კი, მან მოახერხა და უკვე გამოიწვია საზოგადოებაში დაპირისპირება.
ეს კანონი არის და კიდევ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი გახდება ძალაუფლების მპყრობელთათვის, საიმისოდ, რომ მათდამი კრიტიკული და ამ ნიშნით მათთვის მიუღებელი საზოგადოების ნაწილის: არასამთავრობო ორგანიზაციების, ცალკეული პირებისგან, მედიებისგან შექმნას მტრის ხატი, მიაკეროს მათ უცხო ძალის ინტერესების გამტარის და მაშასადამე, აგენტის, ჯაშუშის იარლიყი და საზოგადოების სამიზნედ დააყენოს. […] ეს კანონი კრიტიკული აზრის ჩახშობაზე ორიენტირებულია და მიზნად სწორად ისახავს. ჩვენი ამოცანაა, რომ ასეთი შეუქცევადად მძიმე შედეგების თავიდან აცილება შევძლოთ. საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანა არის, რომ კანონო არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი”. – თქვა ერემაძემ.