რუსული სპეცსამსახურები აღმოსავლეთ ევროპაში გააქტიურდნენ და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სქემის გაშიფვრას ცდილობენ

რუსულმა სპეცსამსახურებმა გაააქტიურეს საქმიანობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იმისათვის, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სქემები აღმოაჩინონ.

ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს.

ოკუპანტი ქვეყნის აგენტებმა დავალება მიიღეს გამოავლინონ და თვალი მიადევნონ მარშრუტებს, რომლითაც უკრაინაში იარაღის მიწოდება ხდება.

“იარაღის რაოდენობის და მიწოდების სქემის დასადგენად, რომელსაც უკრაინას მეგობარი ქვეყნები თავდაცვისთვის გადასცემენ, რუსი სამხედრო ატაშეებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კავშირის დახურული არხებით მიიღეს ბრძანება გაააქტიურონ პოლიციის თანამშრომლების და მოქალაქეების გადაბირება, რომლებიც იარაღის ტრანსორტირებაში არიან ჩართული“– ამბობს უკრაინის დაზვერვა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინის სასაზღვრო რეგიონებში რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ გამოიყენონ ადგილობრივი თემების წარმომადგენლები და პრორუსი აქტივისტები.

“სამაგიეროდ, როგორც კი რუსებისგან თანამშრომლობის წინადადებას იღებენ, ევროპელები მაშინვე მიმართავენ პოლიციას და უშიშროების ორგანოებს“– აცხადებს უკრაინის სამხედრო დაზვერვა.