რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს- უკრაინის გენშტაბი

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

“მტერს დანაკარგი აქვს სამხედროებს შორის, იარაღსა და აღჭურვილობაში. დღისით დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს Mi-35M ვერტმფრენი. ზაპოროჟიეში წარმატებებია. ხერსონის რაიონში მტერს აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგი”, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.