“უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული დღე, როდესაც ოპოზიცია რჩება ხელოვნურ კრიზისში და ბოიკოტში, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დაკარგული დღე. ამიტომ, კიდევ ერთხელ, იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ შევძლებთ სამართლიანი პირობების გარშემო შეთანხმებას. დიალოგი გაგრძელდება, ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რაზეც პოზიციების დაახლოება საჭიროა”,– თქვა თალაკვაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირს ახლა ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, თუ რას აკეთებდა ხელისუფლება, რომ პრობლემები მოგვარებულიყო.