”სააკაშვილი ამბობს, რომ დაბრუნდება სახლში, მიუხედავად იმისა, რომ ციხე ემუქრება” – ამ სათაურით აქვეყნებს, სტატიას საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო “როიტერსი”, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამომავლო გეგმების შესახებაა ნათქვამი. სტატიაში აშნიშნულია, რომ სააკაშვილის მიმართ, საქართველოში მასზე სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. სააგენტო ასევე ციტირებს,ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სიტყვებს სადაც ის დაემუქრა მიხეილ სააკაშვილს, რომ ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დააკავებენ მას.
”2018 წლის ივნისში, საქართველოს სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მისი პრეზიდენტობისას პარლამენტის ოპოზიციური წევრის ცემის მტკიცებულებების დაფარვის მცდელობისთვის,“- წერს Reuters.
Reuters-ი ასევე ხაზს უსვამს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაღრმავდა, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციის მტკიცებით, გაყალბდა.