სააკაშვილი აცხადებს, რომ სუს-ი გორის ჰოსპიტალში პერსონალს ატერორებს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახური ატერორებს გორის ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალს.

სააკაშვილი მოითხოვს, მასთან შეუშვან პარლამენტის დეპუტატები, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს განაცხადებს მკურნალობის კურსზე.

“უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს.

ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები.

თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი”,– წერს სააკაშვილი.