სააკაშვილი ზურაბიშვილის შემოთავაზებულ პოლიტ.თამაშის წესებს შერიგებას ვერ უწოდებს – განაცხადა ენმ-ის წევრმა, ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულების შემდეგ.
“ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ, რაღაც კონკრეტული პოლიტიკური თამაშის წესების შეთანხმებას მე შერიგებას ვერ დავარქმევდი და არც თვითონ ფიქრობს, რომ ამ პროცესს შერიგება უნდა ვუწოდოთ. აფასებს ამ პროცესს ნამდვილად და ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.