პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, სააკაშვილი მართლა რომ არ შიმშილობდეს, რასაც მმართველი პარტიის წევრები ამტკიცებენ, ისინი ააფრიალებდნენ კადრებს.
“ჩვენ აქამდე ვნახეთ, რომ ქართულ ოცნებას პერსონალური მონაცემები არ შეუნახავს პატიმარი მიხეილ სააკაშვილის. დალეული არ ჰქონდა თაფლიანი წყალი, ზუსტი გრამები რომ მოგვაწოდეს პირდაპირ ეთერში. ამიტომ თუ ვინმეს ახლა ჰგონია, რომ ქართულ ოცნებას რამე შეაკავებდა, ან კანონი ან მორალი, ის რომ იქ მართლა არ შემშილობდეს და ეს კადრები ჩამოივლიდა ყველაფერს და ყველა დეტალი გვეცოდინებოდა, როდის რამდენი გრამი საჭმელი შეჭამა, უბრალოდ ინფანტილურია. ოცნება ააფრიალებდა ამ კადრებს”,– ამბობს ნაცვლიშვილი პალიტრანიუსის ეთერში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების “ქილიკი და ღლიცინი” მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით ეთიკურ და ჰუმანურ პრინციპებს გაცდენილია.