მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ხვალინდელი დღისთვის მზადაა.
“მზად არის ხვალინდელი დღისთვის. ბუნება-განწყობა არის კარგი. არანაირი პრობლემა ხვალინდელი დღისთვის არაა. ანალიზების მხრივ ყველაფერი რიგზეა”, – განაცხადა ექიმმა.
ცნობისთვის, ხვალ, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. ექპრეზიდენტს პროცესზე დასწრება სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიყვანს თუ არა პენიტენციური სამსახური მას საქალაქო სასამართლოში.