„ყოველ 2 კვირაში ერთხელ დავდივარ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან და საიდუმლოებებს აღვასრულებ. მივმართავ ყველას და ვთხოვ ამას, ერთი არის შეწყალება, რომელიც არის იურიდიული ტერმინი და მეორე არის მოწყალება, რომელიც არის რელიგიური შინაარსის ცნება. მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეუძლია, მოწყალება გაიღოს, სხვათა შორის, ეს არ არის მარტო ხელისუფლებისადმი მიმართვა, არამედ ხალხისადმი იმიტომ, რომ ხელისუფლება ძირითადად ხალხის აზრს ითვალისწინებს. ყველას მოგიწოდებთ თქვენ, სხვებსაც, მოწყალება გაიღონ ადამიანებმა, რომ გამოჯანმრთელდეს და გავაგრძელოთ მერე მასთან შესაბამისი სამართლებრივი საუბარი“,
აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი).