სააკაშვილის დროს, საქართველოს ხსენების გარეშე, ვაშინგტონში არცერთი შეხვედრა არ იმართებოდა – პავილიონისი

“სააკაშვილის დროს, საქართველოს ხსენების გარეშე, ვაშინგტონში არცერთი შეხვედრა არ იმართებოდა”- ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა. 

“ობამას სააკაშვილი არ უყვარდა, რადგან ის ბუშის პარტნიორი იყო. სააკაშვილის დროს ქართულმა დიპლომატიამ თემურ იაკობაშვილის ხელმძღვანელობით, ღმერთო ჩემო, ქართველებმა ვაშინგტონი აიღეს. საქართველოს ხსენების გარეშე არცერთი შეხვედრა არ იმართებოდა. ობამას გაპრეზიდენტებიდან დაახლოებით 6 თვის ან 1 წლის შემდეგ ბარაკს სააკაშვილი ბალტიისპირეთის ნებისმიერ პრეზიდენტზე მეტად შეუყვარდა. ეს დაუჯერებელი იყო. ზუსტად ასეთი პლატრფორმა უნდა შექმნან და ძალაუფლების მქონე ადამიანებს ეკონტაქტონ. ახლა ივანიშვილთან ომში შვედები არიან ჩართულები. ისინი არიან იქ ჩვენი ხმა. კარა-მურზა ყოველთვის მახსენებს, ჟიგის, თუ ამას რუსეთში ვერ გავაკეთებთ, მაინც არაფერი გამოგვივა ბელარუსში, უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში” – აცხადებს პავილიონისი.