მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი ცუდ ფორმაშია და აქვს მეხსიერების პრობლემები.
“მიხეილ სააკაშვილი უკვე შესამჩნევად ცუდად არის. ფიზიკურად ეტყობა ეს ძალიან. მას უკვე აქვს კომუნიკაციური პრობლემები და მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები. ვერ იხსენებს ადამიანების სახელებს. ჯერჯერობით ჩემი ახსოვს, მაგრამ საუბრის დროს გამოიკვეთა რომ რამდენიმე მისი მეგობრის სახელიც ვერ გაიხსენა. ეს არ ვიცი რისი სიმპტომია, ალბათ ექიმებმა უნდა თქვან”,– განაცხადა ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
მისივე ინფორმაციით, სააკაშვილი უარს ამბობს კონსილიუმთან შეხვედრაზე, სანამ მასთან შესვლის უფლებას არ მიცემენ ალტერნატიულ კონსილიუმს.