“სააკაშვილის მიმართ მეც გამიჩნდა სიმპათია” – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, TV კავკასიის გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად” განაცხადა.
”სლოგანი: “ყველა ერთის წინააღმდეგ” ჩემთვის შინაგანად არ იყო მისაღები რადგან იმ ერთის მიმართ გაგიჩენს ემპათიას. მაგალითად ახლა სააკაშვილის მიმართ მეც გამიჩნდა თანაგრძნობა, რომ ადამიანი ციხეშია, პატიმარია, თავი კარგად უჭირავს. მისი პოლიტიკური ბექგრაუნდი ჩემთვის მისაღები არ არის და 9 წელს დადებითად ვერ შევაფასებ და ვერც იმაზე შევთანხმდები რომ ქართული სახელმწიფო მან შექმნა მაგრამ ამ ბოლო პერიოდმა მის მიმართ სიმპათია გამიჩინა.”- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.