“ისმის მოთხოვნა რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს სამოქაალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი, ისე რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს ეს და რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე უფრო რთულად განსახორციელებელია მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რომ არ გაჩნდეს ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას შიმშილობისას, თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ”

ამბობს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტზე.