სააკაშვილის ჩამოსვლა ნიშნავს გარანტირებულ დაპატიმრებას, სისტემა ფეხზე დგას – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ნაციონალურ მოძრაობასა და პოლიტიკურ პროცესზე ნეგატიურად აისახება.

“ან საერთოდ ვერ გრძნობს, რა ხდება საქართველოში, სისტემა რა მდგომარეობაშია, იმიტომ რომ როცა აღძრულია საქმე და მისჯილიც გაქვს, ამ ტიპის ჩამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევევაში, თუ სისტემაში არის ბზარი გაჩენილი. ამ სისტემას ეს არ ეტყობა ჯერჯერობით. შესაბამისად, მისი ჩამოსვლა ნიშნავს გარანტირებულ დაპატიმრებას. თუ ის მზად არის პატიმრობაში აყვანისთვის, მაშინ ჩამოვიდეს აეროპორტში, გაუწოდოს ხელი და დაჯდეს ციხეში”,– ამბობს ხუხაშვილი TV პირველის ეთერში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს შანსს, რომ სააკაშვილმა დაპატიმრების გარეშე რამდენიმე დღე მაინც გაძლოს გარეთ.

პოლიტოლოგის შეფასებით, სააკაშვილის ჩამოსვლა ორპოლუსიანობის დაბრუნება იქნება, რაც ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალებს დაასუსტებს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნოდ საქართველოში ჩამოვა, დაპატიმრების კი არ ეშინია.