“არანაირი განსაკუთრებული საფრთხე მის ჯანმრთელობას არ ემუქრება. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის ექიმების მხრიდან, იღებს შესაბამის წვენებს, საკვებ ნივთიერებებს, ფაფებს. გამომდინარე აქედან, მისი ჯანმრთელობა სრული კონტროლის ქვეშ არის. რა თქმა უნდა, ის, რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ითხოვს სააკაშვილი ციხიდან იქნას გამოყვანილი, ეს არის მათი მიზანი და არა მისი ჯანმრთელობა და სხვა პარამეტრების მდგომარეობა. მისი ციხიდან გამოყვანა არ მოხდება, გამომდინარე აქედან, ყოველგვარი ულტიმატუმი, რა თქმა უნდა, აზრს მოკლებულია”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილზე. ცნობისთვის, ოპოზიციამ ქართულ ოცნებას 24 საათი მისცა მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადასაყვანად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 8 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და იქ გააცნობენ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას.