“გაცილებით სერიოზული მიზნები აქვს ტყუილების ტირაჟირებას, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით გვეგონოს და საზოგადოებაში სამწუხაროდ, არათუ ნიჰილიზმი, ცოტა იუმორისტული დამოკიდებულებაც კი განვითარდა. ამ დროს ვითარება უფრო დრამატულია, რადგან სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება, ამ რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის, არის ერთ- ერთი მთავარი თემა და არ იხსნება დღის წესრიგიდან. შიმშილობა, რომელიც მან დაიწყო, ამ შიმშილობის გამო აშკარად დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, შემდეგ დახასიათება, რომელიც ნიკა გვარამიამ გააჟღერა და საერთოდ არაჯანსაღი ადამიანის სურათი დაგვიხატა, შემდეგ ამის ყველაფრის დაბრალება “ქართული ოცნებისთვის”, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე ეს დესტაბილიზაცია სტრატეგიული გეგმის დღის წესრიგიდან არ მოიხსნას. ესაა მათი ამოცანა და ამ ამოცანის შესასრულებლად მანიპულაცია ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და იქამდე მივიდა ვითარება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც შერყეულია, თუმცა, არა იმდენად, რომ ჩვენს მედიცინას არ ხელეწიფებოდეს მას მიხედოს და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს, თუკი ეს საჭირო იქნება,”

ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.