“თუ მოითხოვს მოქალაქეობის დაბრუნებას, მაგას ცალსახად მხარს დავუჭერ. მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს აუცილებლად. მესამე პრეზიდენტია, რომ სირცხვილია, მოქალაქეობა არ ჰქონდეს. არამხოლოდ სააკაშვილს, ჩემი აზრით, ვინც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აიღო და გაუუქმეს საქართველო მოქალაქეობა, ვისაც სურვილი ექნება, ყველას უნდა დაუბრუნდეს. იდიოტური წესია, რატომ ვართმევთ მოქალაქეობას გაუგებარია”
განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში.