სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ყველა წესის დაცვით შემოვიდა – ბოკუჩავა

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ციხეში მონახულებისას უთხრა, რომ საქართველოში ყველა წესის დაცვით შემოვიდა.

“მან თქვა, რომ ის შემოვიდა ყველა წესისა და პროცედურის დაცვის, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარს ის არ თვლის მიზანშეწონილად”, – თქვა ბოკუჩავამ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს.

ცნობისთვის, სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთასაც ედავებიან.