“მე არ მგონია, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს ეყოფა გამბედაობა იმისთვის, რომ პენიტენციურ სამსახურს მისცეს უფლება მისი პირადი მონაცემების გასაჯაროების, პირად მონაცემებში იგულისხმება მისი კვების რაციონი, ის დღის რეჟიმი, რომელიც მას აქვს. კარგი იქნება თუ ის იპოვის თავის თავში ამ ძალას და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მისი მდგომარეობით არის შეშფოთებული, სიმართლეს ეტყვის, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა, ესეც აღარ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი ის არის, რომ პენიტენციურ სამსახურში პატიმრების უფლებები, მათ შორის სააკაშვილის, არის დაცული და მომავალშიც იქნება”

თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მესამე პრეზიდენტზე.