“მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ზიანის მეტი არაფრის მომცემი არ არის არავისთვის. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, აქ არის ძალიან მარტივი მოცემულობა, დამოუკიდებელმა და პატიმრისთვის სანდო სამედიცინო შემადგენლობამ ალბათ უნდა შეადგინოს კრიტერიუმები, რა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს, რომ დაიწყოს ამ შიმშილობის პროცესიდან გამოსვლა. მე არ მაქვს ამის ცოდნა. უნდა შეფასდეს, რას სთავაზობს ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს მოთხოვნები რაც არის, რომ ადამიანი შიმშილობის პროცესს რომ წყვეტს, რა სჭირდება მას, როგორ უზრუნველყოფს ამას ხელისუფლება”

ამბობს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილზე.