“ნარატივი უკვე 9 წელია, რომ რუსეთი ებრძვის თითქოს სააკაშვილს, იმიტომ რომ ასე აწყობთ. ამაზე ჩვენ ბევრი გვაქვს ნასაუბრები – გაღმა შედავების პრინციპია და კომპლექსის მოხსნის მცდელობაა. იმიტომ რომ ამ ადამიანმა [სააკაშვილმა] ძალიან ბევრი საქმე გაუკეთა პუტინსაც და რუსეთსაც, მაგრამ ამის გადაფარვა ხდება გაღმა შედავების პრინციპის პიარის დაგეგმვით. როდესაც ქართულ ოცნებას უწოდებენ რუსულ ძალას, ყველა უნდა დაფიქრდეს, ვინ რას ამბობს იმაზე კი არა, ვინ რას აკეთებდა და აკეთებს, ვისი მოქმედებები აწყობდა და მიიღო სარგებელი რუსეთმა და მისმა პრეზიდენტმა პუტინმა, ეს ხომ არ იყო შემთხვევით ენმ და მიხეილ სააკაშვილი”
თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.