“მას არაფერი აქვს ქართული, უკრაინის ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელიც პატივს არ სცემს არც საქართველოს ინტერესებს, არც საქართველოს საზღვრებს, არც საქართველოს პასპორტს.

მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მიმართა – არ მოგენატრათ სიყვარული და განვითარებაო?! იქნებ მას სიყვარული და განვითარება თავისებურად ესმის – ქუჩებში ადამიანების ჩახოცვა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მოკვდინება. არა, ბატონო მიშა, ეს საქართველოს არ მოენატარა და ამაზე მეტყველებს, რომ მეცხრე არჩევნები პირწმინდად წააგე. საქართველოს მოსახლეობას არასდროს მოენატრება კაცების გაუპატიურება, ადამიანების ჩაცხრილვა, არასდროს მოენატრება მეგის ქარდავები და რომან შამათავები”

ასე ეხმიანება ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის სიტყვას სასამართლო პროცესზე.