“სააკაშვილს სურს, გვარამიასა და უკრაინის კონსულთან შეთანხმებით გადაიყვანონ” – ამის შესახებ, ენმ-ის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.
”მოგახსენებთ დამატებით მნიშვნელოვან დეტალს იმასთან დაკავშირებით, რაც გადაყვანას უკავშირდება. როგორც ვვარაუდობდი და როგორც გაფრთხილებული ვიყავი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ის არ გავიდოდა თავისი ნებით ამ შენობიდან, ვთქვათ, ჩემი აქ ყოფნის გარეშე. ასევე, მან ახლა მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ აქ იმისთვის, რომ მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. რაც მოგახსენეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აქედან არ გავიდოდა და ძალიან მნიშვნელოვანი დრო იკარგება სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, არცერთ შემთხვევაში ის არ გადავა აქედან. ნიკა გზაშია, უკრაინის კონსულთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. იმედია ისინი მალე მოვლენ და მხოლოდ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანმა დროზე შეწყვიტოს შიმშილობა.” – აცხადებს ხერხეულიძე.