“საარჩევნო დღე იყო არნახულად კარგი, ეს მოიტანა საარჩევნო რეფორმამ”- ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში თვითმმართველობის არჩევნებიც შეაფასა და გამართულად ჩატარებული არჩევნებისთვის ცესკოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.
„ალალი და უსაყვედურო იყოს მთელი საქართველოსთვის, მაგრამ ხომ წესიერი არჩევნები ჩატარდა? თვითონ არჩევნების დღე. არ უნდათ თქმა, რომ ჩვენ, რისთვისაც თავი გადავდეთ, მართლა განხორციელდა. 20%-ია გადათვლილი, ოპოზიციამ ერთი ფაქტი დადოს, ერთი ოქმი დადოს გაყალბებული. საარჩევნო კოდექსი არეგულირებს არჩევნების დღეს, არჩევნების დღეს იყო გამართული და ამისთვის მადლობა ცესკოს, თავმჯდომარიან რიგით თანამშრომლიანად – გამართული და აბსოლუტურად გამართული. ყველა შეფასებაში ასე წერია, ასე იწყება, რომ მადლობა იმისთვის, რომ იყო გამართული, არცერთი ოქმი არ არის გადაჯღაბნილი, ჩასწორებული არ არის, არცერთი ნამამაძაღლარი არაა, თუ არა და გამოიტანონ. 20% გადაითვალა საქართველოს მასშტაბით და ცდომილება იყო 0,01%. ძლივს მივაღწიეთ ამას, ცესკომ ჩააბარა გამოცდა.მე ახალ ცესკოზე ვსაუბრობ, ცესკოს ახალ შემადგენლობაზე, სადაც პირველადაა, რომ ოპოზიციონერია მოადგილე ცესკოს თავმჯდომარის და გამართულად იმუშავა. იმ საარჩევნო რეფორმამ, ჩაწიკწიკებულმა, მართლა იმუშავა, 100 მეტრის პერიმეტრმა იმუშავა. არჩევნების მეორე დღეს ყველა უბნის ჩანაწერი აიტვირთა. გამოვიდა მეორე დღეს ვინმე და „გადადექი, გადადექიო“ ან გაყალბდაო ყვიროდა? არა ხომ? ამას მივაღწიეთ.
თვითონ საარჩევნო დღე იყო არაჩვეულებრივი, არნახულად კარგი, ეს მოიტანა საარჩევნო რეფორმამ, რითიც ძალიან ვამაყობთ, მეც, ლევან იოსელიანიც და მთელი ჩვენი პარტია, რომლებმაც თავი გადავდეთ ამისთვის. ვამბობდით, რომ ერთი დღე მოვიდეს არჩევნების მეორე დღეს როდესაც არ გამოვარდება ქუჩაში ხალხი და ეს დღე დადგა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.