“საარჩევნო რეფორმას ყურადღებას მივაქცევ”- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება და ამის შესახებ ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
”მივესალმები ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ “არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები”. ყურადღებას ვაქცევ საარჩევნო რეფორმას, რომ მასში უახლესი რეკომენდაციები გათვალისწინებული იყოს” – წერს ზურაბიშვილი.