საბერძნეთის მართლმადედებელი ეკლესიის მეთაურს კორონავირუსი დაუდგინდა

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, იერონიმოს II-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მედიის ინფორმაციით, 82 წლის მთავარეპისკოპოსი დღეს ათენში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მთავრობის სპიკერის თქმით, ეკლესიის მეთაურს შაბათს ჰქონდა შეხვედრა საბერძნეთის პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან, თუმცა მას ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.