საბრძოლო გამოცდილების მქონე უკრაინელები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საბრძოლო გამოცდილების მქონე უკრაინელები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან და ომის ყველაზე ცხელ წერტილებში გაიგზავნებიან.

მისი თქმით, ყველამ, ვისაც შეუძლია ჩაერთოს დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს უნდა გააკეთოს.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო ადვილი მორალური თვალსაზრისით, მაგრამ სასარგებლო ჩვენი თავდაცვის თვალსაზრისით. საომარი მდგომარეობის პირობებში, მებრძოლები, ნამდვილი საბრძოლო გამოცდილების მქონე უკრაინელები გათავისუფლდებიან პატიმრობიდან. შეძლებენ თავიანთი დანაშაულის კომპენსაციას ომის ყველაზე ცხელ წერტილებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მთავარი ახლა ქვეყნის დაცვაა.