“საგამოძიებო მასალები ჩვენთვის ხელმისაწვდომი არაა “- ამის შესახებ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისი განცხადებით, ის უახლოეს დღეებში გეგმავს დაღუპულის ოჯახთან შეხვედრას.
”ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი საქმის მასალები. აქედან გამომდინარე, შეფასებებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. მე ვხედავ, რომ ოჯახი სერიოზულ უკმაყოფილებებს გამოთქვამს გამოძიების მისამართით და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრა. იმედია, იქ იქნება ადვოკატიც, რომ სამართლებრივ საკითხებზეც ვისაუბრით. სახალხო დამცველსაც აქვს თავისი ლიმიტები, ამიტომ მნიშვნელოვანია შევჯერდეთ, როგორ და რა ფორმით შეიძლება ჩავერთო აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში”, – განმარტავს ლომჯარია.