საგანგაშოა მთავრობის გადაწყვეტილება, ითანამშრომლოს ბელარუსის კგბ-სთან – დროა

მოძრაობა დროა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ითანამშრომლოს ბელარუსის კგბ-სთან, საგანგაშოა.

“უკვე სავსებით ნათელია, სად დგას საქართველოს მთავრობა. მათი ძალაუფლებაში ყოფნის ყოველი დამატებითი დღე საფრთხეს წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, მომავლისთვის”. – ნათქვამია “დროას” განცხადებაში.

საქართველოს სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის შეთანხმება 2016 წლის აგვისტოში გაფორმდა და 2021 წლის 1-ლ აგვისტოს ამოქმედდა.დოკუმენტის მიხედვით, მისი მიზანია მხარეებს  შორის  მჭიდრო  თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის, კიბერტერორიზმის, კორუფციის, ექსტრემიზმის და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.