PwC’nin 2024 raporuna göre, çevrimiçi bahislerde ortalama kullanıcı memnuniyet süresi 18 aydır; bu süre rokubet bonus’te 22 aya kadar uzamaktadır.

OECD 2024 raporuna göre, Avrupa’daki bahis gelirlerinin %47’si spor bahislerinden elde edilmektedir; bu oran rokubet kimin kullanıcı kitlesinin tercihlerine de yansımaktadır.

საგანგებო გეგმა ამოქმედდა–გერმანია და ავსტრია რუსული გაზის შეწყვეტისთვის ემზადებიან

მას შემდეგ, რაც დასავლურმა ქვეყნებმა უარი თქვეს რუსული გაზის საფასური რუბლებში გადაეხადათ, რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ რუსული გაზის მიწოდების შემცირებისთვის მზადება დაიწყო. ისინი გაზის დეფიციტის პირობებში ფუნქციონირებისთვის ემზადებიან.

დღეს დილით ეს გერმანიამ გააკეთა. ევროპის უმსხვილესმა ეკონომიკამ, რომელიც რუსეთიდან მისი გაზის თითქმის ნახევარს იღებდა (2022 წლის პირველ კვარტალში 40%–ს), განაცხადა საგანგებო გეგმის პირველი ფაზის ამოქმედების შესახებ: ქვეყანაში გამოიცა გაფრთხილება მომავალში გაზის მიწოდების შესაძლო შეზუდვის თაობაზე.

გერმანიის საგანგებო გეგმაში სამი ფაზაა. მთავრობამ ჯერჯერობით პირველი – ადრეული შეტყობინების ფაზა აამოქმედა. პარალელურად ქვეყანაში დაიწყება საწვავის მარაგების და მიწოდების მკაცრი მონიტორინგი ეკონომიკის და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მხრიდან.

მთავრობა საკუთარ თავს უშუალოდ ენერგიის განაწილების პროცეში ჩარევის უფლებას მხოლოდ გეგმის მესამე ფაზაზე მისცემს. სწორედ მესამე ფაზაზეა შესაძლებელი გაზის მოხმარების ნორმირების გეგმის ამოქმედება. პირველ რიგში ენერგომოხმარების შემცირებას წარმოებებიდან დაიწყებენ.

გერმანიის მთავრობის მიერ საგანგებო ზომების ამოქმედების შესახებ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე საათში მსგავსი განცხადება გააკეთა ავსტრიის ხელისუფლებამაც.