საყოველთაო კარანტინის მიუხედავად, სამების ტაძარში მრევლი ხარების ლიტურგიას ესწრება

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, სამების საკათედრო ტაძარში მრევლი ხარების ლუტურგიას ესწრება.

ტაძარში წირვას პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი და მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი აღავლენენ. უცნობია, რატომ არ იმყოფება თავად ილია მეორე სამებაში. საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კვირას განაცხადა, რომ ხარების სადღესასწაულო წირვას პატრიარქი ჩაატარებდა.

საპატრიარქო ღვთისმსახურებაზე მორწმუნეების დასწრებას არ ზღუდავს და აცხადებს, რომ მრევლი ტაძრებში საჭირო დისტანციას დაიცავს. თუმცა, ისინი 1 კოვზით ეზიარებიან.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ლუტურგიას პირდაპირი ეთერით აშუქებს.

პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლში ილოცონ და დაიცვან დედა ეკლესია. ,,ეკლესია ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისათვის და ქვეყნისთვის”,- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 39 პირი გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

 

Тракциона батерија https://batteriesserbia.com/ за виљушкар у Србији.