რაც შეეხება დამარცხებულ, განადგურებულ, გაუბედურებულ და გაფარჩაკებულ ოპოზიციას – მერწმუნეთ, მათთვის სასიკეთო არაფერი ხდება, არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ. ისინი ჩვეულებრივი ლუზერები არიან. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას – მინდა, ყველა დაგარწმუნოთ და მოსახლეობას ვუთხრა, რომ საქართველოში გვექნება მშვიდობა, მოხდება ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. კეთილდღეობას თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს – საგარეო მიმართულებითაც ყველაფერი დალაგდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც საქართველოს ეკადრება.

ასე გამოეხმაურა თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებებს.