საგარეო საქმეთა მინსტრის, დავით ზალკალიანის მოადგილე მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნინუამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, მან სხვა სფეროში საქმიანობის გაგრძელების შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო.
უწყება აცხადებს, რომ სწორედ მიხეილ ნინუას უშუალო ხელმძღვანელობით და ჩართულობით ხორციელდებოდა COVID პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანების — უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისა და ადგილზე მათი დახმარების უზრუნველყოფა.
“აღსანიშნავია, რომ მიხეილ ნინუამ სხვა სფეროში საქმიანობის გაგრძელების შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო და გეგმავდა უწყების დატოვებას, თუმცა უძღვებოდა რა პანდემიის ფონზე არსებული ამოცანების გადაჭრის პროცესს, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ აღნიშნული კრიტიკული ფაზის დასრულების შემდეგ. ჩვენ მას განვიხილავთ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის უაღრესად ფასეულ და ღირსეულ წევრად”, — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მიხეილ ნინუა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2018 წლის ოქტომბერში, მაშინდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ბრძანებით დაინიშნა.