საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩამოთვალა, რით დაეხმარა უკრაინას

საგარეო საქმეთა სამინისტრო ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევის შემდეგ აქვეყნებს, რითი დაეხმარნენ უკრაინას.  ჩამონათვალში მოხვდა თბილისის ანძისა და ბათუმის სტადიონის უკრაინის დროშის ფერებში განათებაც.

“საქართველომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მყისიერად დააფიქსირა მზაობა და განახორციელა ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარება სხვადასხვა მიმართულებით”. – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო Facebook-ზე.