საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგო ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა არასრულწლოვანი 2 თვეა რაც ცოლად მოიყვანა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელის ბიძას, შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა.
სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა ქმარმა ქალს. გოგო ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-მ გამოძიება გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.