საგარეჯოში მომხდარზე შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

საგარეჯოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე დაკავებული, ან გამოკითხვაზე დაბარებული არც ერთი პირი არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

საგარეჯოში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს ხვდებოდა, ადგილზე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ჯგუფი გამოჩნდა. მათ შეკრებილებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, ქვები დაუშინეს, დაუპირისპირდნენ ფიზიკურად და აგინეს.