საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში კაცი სანადირო თოფით, თავის არეში დაჭრეს. ამ წუთებში მას ქირურგიური ოპერაცია უტარდება. კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი კაცმა ქალს სექსუალური შეტყობინება გაუგზავნა, რამაც მასსა და ქალის ახლობელს შორის კონფლიქტი გამოიწვია.
დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.