საგარეჯოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი მამაკაცი საგარეჯოში მდებარე საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მალევე მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. ის ამჟამად ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.
რაა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი, უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება