საგურამოში ერთსაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დასახლება თითქმის მთლიანად დაიტბორა. სტიქიის შედეგად წყლის ნაკადი ეზოებში შეიჭრა. განადგურებულია ადგილობრივი მოსახლეობის ნათესები და დახოცილია შინაური ფრინველი. მოაგარაკეებს სტიქიამ სახლები დაუზიანა.
საგურამოსთან მიმდებარე რამდენიმე სოფელში სეტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილების საქარე მინებიც კი ჩაამსხვრია. საგურამოს სათავე ნაგებობაზე სირთულეების გამო თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეუწყდა.