სად შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე  10 ლოკაციაზეა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 12,1%, რაც 345 315 ადამიანს შეადგენს.

თბილისი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) — ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერის ვაქცინით, ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00 საათამდე;

ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) — ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00 საათამდე შესვენების გარეშე;

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) — ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე შესვენების გარეშე;

ექსპრეს მედიქალ სერვისი თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) — ვაქცინაცია შესაძლებელია:ასტრაზენეკათი, ფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:30 საათამდე;

სავაჭრო ცენტრი ლილო მოლი (კახეთის გზატკეცილი 112) — ვაქცინაცია შესაძლებელია სინოვაკით ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00 საათამდე, შესვენება 13:00-14:00.

მცხეთა

მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) — ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, შესვენების გარეშე.

ბათუმი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) — ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკითა და სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00 საათამდე, შესვენების გარეშე.

ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) – ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, შესვენების გარეშე.

ქუთაისი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი (თამარ მეფის ქუჩა 59) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე.

ზესტაფონი

ზესტაფონის #2 საჯარო სკოლა (აკ. წერეთლის ქუჩა 4) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერისა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე.