„პოლიტიკურ აქტიურობას არ ვაპირებ, რადგან მე ჩემი საქმით ვარ დაკავებული. იმედი მაქვს, სულ ცოტა ხანში ისევ უცხოეთში წასვლა და მუშაობა მომიწევს. ყველა ადამიანივით ჩვენც რაღაც მოვლენები ინფორმაციულ დონეზე გვაინტერსებს. სადღაც მივალ, სადღაც დამპატიჟებენ, სადღაც კი არ მიმიწვევენ და ასე შემდეგ. მთავარია, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს“
განაცხადა აჩიკო არველაძემ პირველ არხთან საუბრისას. ის და მისი ძმა, რევაზ არველაძე გუშინ გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ.